მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვა და რისკები - რა წერია Gnomon Wise-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში?

5dfbbdfe3a8c7
BM.GE
19.12.19 22:47
1584
დაბალი კონკურენცია ფარმაცევტულ ბიზნესში ნეგატიურად აისახება მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე და მედიკამენტების ფასზე, - ამის შესახებ საუბარია კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის ანალიზს ეხება.

დოკუმენტში საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის სტრუქტურასა და რისკებზე:

„საქართველოში არსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა თავის თავში ორ განსხვავებულ ელემენტს მოიცავს - სოციალური დახმარება და ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაზღვევა მართებულია ისეთი რისკების შემთხვევაში, რომლის გამოვლენა და გამკლავება ინდივიდუალურ დონეზე რთულია ან/და ძვირია. მაგალითად, იშვიათი დაავადებები ან ტრავმები რთულად პროგნოზირებადია ცალკეული ადამიანის შემთხვევაში, თუმცა, როცა საქმე ადამიანების დიდ ჯგუფთან გვაქვს, სტატისტიკური ანალიზი გვაძლევს ეფექტიან მექანიზმს, თუ როგორ გავზომოთ რისკები. ამიტომ სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება მომგებიანად დააზღვიოს ადამიანები ასეთი რისკებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ინდივიდის მიმართ სადაზღვევო შემთხვევის ალბათობა უცნობი იქნება. ამავდროულად, თუ სადაზღვევო პოლისის ფლობის მსურველი პირი, ქრონიკული დაავადების დიაგნოზით მივა სადაზღვევო კომპანიაში, ის ვერ მიიღებს დაზღვევას, რადგან ამ შემთხვევაში განუზღვრელობას ადგილი არ აქვს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასეთი ტიპის დაავადებების მკურნალობის დაფინანსება თავისი არსით სოციალურ დახმარებას წარმოადგენს. ამიტომ არსებული პროგრამის პრობლემების თუ რისკების უკეთ იდენტიფიცირების მიზნით ეს ორი მიმართულება მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გასათვალისწინებელია კლინიკების მენეჯმენტის რეაქცია მოგების შემცირებაზე, რაც პირველ რიგში, სტაციონარული მომსახურების ნაწილში გამოჩნდება. „კერძოდ, ეს შეიძლება აისახოს პაციენტის სტაციონარში უფრო დიდი ხნით დატოვებაში, ვინაიდან კლინიკისთვის პაციენტის ყოველი დამატებითი დღით სტაციონარში დარჩენა უფრო ნაკლებ ზღვრულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად მოსალოდნელია იმ პირობებში, როცა დღეს არსებული საწოლფონდების დაბალი დატვირთვის მაჩვენებელია. შედეგად, ჯანდაცვის დანახარჯები გაიზარდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯებსა და ფისკალურ რისკებს გაზრდის“, - აღნიშნულია ანალიზში.

დოკუმენტის მიხედვით ასევე, იკვეთება ექიმების და კლინიკების მენეჯმენტის ოპორტუნისტული ქცევა:

სასწრაფოთი გაფორმება, მათ შორის, უკვე საავადმყოფოში მისული პაციენტების;

ვირტუალური დიაგნოზები პაციენტის ისტორიაში, დამატებითი მკურნალობის დანიშვნის მიზნით და ა.შ.

აღნიშნული დოკუმენტის პრეზენტაცია ხვალ, 16:00 საათზე, სასტუმრო იოტაში გაიმართება.