მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვა გაბანკროტებულია - ლევან კობერიძე

5e031adce43e4
ინგა მურუსიძე
25.12.19 12:23
2788
საყოველთაო ჯანდაცვა გაბანკროტებულია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. დეპუტატმა განცხადება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება გაიმართა.

„დღეს გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მე ველოდი, რომ საუბარი იქნებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, რომელიც საყოველთაო აღარ არის და ასევე, იგი არის გაბანკროტებული. რეალურად, ამ პრობლემების მოგვარებისთის სამინისტრო ცდილობს, რაღაც ხრიკები გამოძებნოს და დაიძვრინოს თავი. როგორც ჩანს, ერთ-ერთ გამოსავლად მოძებნეს 520-ე დადგენილება, რომელიც მთავრობის მიერ არის მიღებული და პრაქტიკულად მიმართულია არა იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვით უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობა, არამედ იმისკენ, რომ კლინიკების ხარჯზე მოხდეს თანხების დაზოგვა და ჯანდაცვის ბიუჯეტზე არსებული შავი ხვრელი ამოივსოს რაღაცნაირად“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ მოფიქრებული ეს გამოსავალი დაგვიანებულია, ვინაიდან კლინიკებისთვის დავალიანება 60 მილიონ ლარს აღწევს და მათ ივნისის მომსახურეობის თანხებიც კი არ აქვთ მიღებული.

კობერიძე აკრიტიკებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების 1-ლარიან პროგრამას და ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამა „ფაქტიურად დღესაც ჩვაარდნილია“.

„შეგიძლიათ აფთიაქში მიხვიდეთ და ნახოთ, რომ პენსიონერები იმ 1 ლარად ვერ იყიდიან წამლებს, რადგან ფიზიკურად არ არის ქსელში. ეს პროგრამა 20 მილიონი ლარიდან სეკვესტრირებული და შემცირებული იქნა 10 მილიონამდე 2020 წელს. მსგავსი ტიპის ნაბიჯებით ცდილობს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ იპოვოს გამოსავალი. მე მესმის, რომ როცა ახალი მინისტრი ხარ, თავი რაღაც მნიშვნელოვანით დაამახსოვრო ქვეყანას და პაციენტებს, მაგრამ ის, რითიც გინდა თავი დაამახსოვრო, უნდა იყოს უკეთესი ხარისხიანი ჯანდაცვა, უკეთესი მედიცინა, წინ წასული დარგი, შემცირებული სიკვდილიანობა და ავადობის მაჩვენებელი. ისე, როგორც კეთდება, ეს სამწუხაროდ რეფორმა არ არის, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან თანხების დაზოგვის სურვილი. ეს ხდება ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე“, - აღნიშნა დეპუტატმა.