მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის გადახარჯვამ ჯამში 350 მლნ ლარი შეადგინა

60536834da0ff
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.21 21:43
961
საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" და Galt & Taggart-მა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ ერთობლივი ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც ჰოსპიტალური სფეროს ფინანსურ მდგომარეობას აფასებს. დოკუმენტში საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, რომელიც ყოველწლიურად გადახარჯვით მიმდინარეობს. 

ორგანიზაციების შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადახარჯვამ შესწავლილი შვიდი წლის მანძილზე ჯამურად დაახლოებით 350 მლნ ლარი, ანუ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 8%-ით მეტი შეადგინა.

"ამ გადახარჯულ 350 მლნ-ში არ შედის სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის 31 დეკემბერის ანგარიშის თანახმად სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადასახდელი დავალიანება - 201 მლნ ლარი, რაც ჯამურ გადახარჯვას 551 მლნ ლარამდე ზრდის. ეს კი დამტკიცებული ბიუჯეტის 12% შეადგენს.

ჩვენი შეფასებით, 2019 წელს დასაწყისში სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადასახდელი დავალიანება 201 მლნ თითქმის 450 მლნ ლარამდე გაიზარდა. თუმცა 2020 წელს სერვისების უტილიზაციის შემცირების ხარჯზე სახელმწიფომ ამ დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარა და სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების პერიოდი 6-დან - 3 თვემდე შეამცირა.

ასევე აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ზედმეტი დანახარჯი ნაწილობრივ იფარება ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ხარჯზე. 2014- 2020 წლებში სხვა პროგრამებზე დაიხარჯა დაგეგმილზე 76 მლნ ლარით (ანუ -4%) ნაკლები, რამაც ნაწილობრივ დააბალანსა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯვის პრობლემები,"- ნათქვამია ანგარიშში.