მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტში სამინისტროს ცვლილებები შეაქვს - თამარ გაბუნია

5eeb2dc6728e6
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.20 21:00
1481
ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტში ცვლილებები შეაქვს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის პაკეტის გადახედვაში სამინისტროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება.

„დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ, რომელიც დღეს გვეხმარება იმაში, რომ პირველადი ჯანდაცვის პაკეტი გადაიხედოს და ჩვენ ჩამოვყალიბდეთ რა იქნება დაფინანსების ხარისხის ოპტიმალური მოცულობა იმ მიმწოდებლებისთვის, რომელიც აგრძელებს პროგრამის ფარგლებში მოღვაწეობას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.