20.დეკემბერი .2019 09:40

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ დისკუსია გაიმართება

views 289
უკან

დღეს სასტუმრო იოტაში საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ დისკუსია გაიმართება. ღონისძებაზე შედგება კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise -ის მიერ მომზადებული დოკუმენტის პრეზენტაცია და დისკუსია საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ. 

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

თამარ გაბუნია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

ვახტანგ კალოიანი - ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი;

ეგნატე შამუგია - Gnomon Wise - ის მკვლევარი;

დისკუსიას გაუძღვება ალექსანდრე რაქვიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

Gnomon Wise -ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გაანალიზებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მისი დაგეგმილი რეფორმირება და ამ რეფორმის მოსალოდნელი შედეგი. დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://gnomonwise.org/ge/publications/policy-papers/3

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა