11.მარტი .2020 00:20

საყოველთაო კარანტინის შედეგად დაცლილი ვენეცია - ფოტოები

views 567
უკან

იტალიაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შედეგად დაცლილია ტურისტულად დატვირთული ქალაქები. მათ შორის ვენეცია. სან-მარკოს მოედანზე, რომელიც მუდამ ხალხმრავალია, ახლა თითქმის ვერ შეხვდებით ადამიანს.

შეგახსენებთ, იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი პრემიერ-მინისტრმა დააწესა. კარანტინი 10 მარტს ამოქმედდა და 3 აპრილამდე იქნება ძალაში.

იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის და მოწყვლადი ინდივიდების დასაცავად იქნა მიღებული და ამიტომ ე.წ „წითელ ზონას“ აფართოვებს ქვეყნის მასშტაბით.

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 24 საათში თითქმის 200-ით გაიზარდა. BBC-ის ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი უკვე 631-ია. რაც შეეხება დაინფიცირებულთა რაოდენობას, უკვე 10,149-ს აღწევს.



ფოტოების ავტორი დავით კუნჭულია