მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვარგარეთ დასაქმებაზე ივანიშვილის ინიციატივა მთავრობამ სტრატეგიაშიც ასახა

5e1ee2125f2d7
ინგა მურუსიძე
15.01.20 13:50
1331
საქართველოს მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების სტრატეგია, რომელშიც ერთ-ერთ პუნქტად ცირკულარული დასაქმებაა მითითებული.

სტრატეგიაში წერია, რომ აღნიშნულ წლებში სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება მუშაობა ლეგალურ შრომით მიგრაციასთან და ემიგრაციასთან, საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების შესახებ ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის განვითარებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც განხორციელდება ცირკულარული მიგრაციის სქემები.

„აქტუალურია მიგრაციის პროცესების კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა და სათანადოდ ორგანიზება. გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან (IOM, GIZ), დროებითი და ცირკულარული შრომითი მიგრაციის სქემების ფორმირებისა და პილოტირებისთვის. პილოტირების შედეგები და ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოში კარგად მართული შრომითი მიგრაციის სისტემის შექმნას.
პრიორიტეტი იქნება უცხოეთში დასაქმების მსურველთა ინფორმირება, კონსულტირება, რეგისტრაციისა და შერჩევის სისტემის ფორმირება/განვითარება. ამ მიმართულებით გაძლიერდება დასაქმების ხელშეყწობის პროგრამების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების შესაძლებლობები. დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების ქმედითი მექანიზმები.

მოსახლეობის შემცირებასთან ერთად ყურადღება მიექცევა იმიგრანტების სამუშაო ძალის გამოყენებას. გამოცდილი და მაღალკვალიფიციური უცხოელი მოქალაქეების შრომითი მიგრაცია განიხილება, როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი პოტენციალის მქონე, განსაკუთრებით სამრეწველო და სამშენებლო დარგებში და უნარების განვითარებისა და შრომის ბაზარზე ცოდნის გადაცემის თვალსაზრისით. სახელმწიფო შეიმუშავებს მექანიზმებს უცხო ქვეყნებიდან კვალიფიციური კადრების მოსაზიდად“, - ნათქვამია სტრატეგიაში.

შეგახსენებთ, გასული წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ „ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან ვაფორმებთ კონტრაქტებს საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასასაქმებლად“.