მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვარგარეთ მოქმედი ანსამბლების განვითარებისთვის საგარეო უწყებამ 150 000 ლარი გამოყო

606c6585449e1
ინგა მურუსიძე
06.04.21 20:47
595
საგარეო საქმეთა სამინისტრომ „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერისთვის“ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი განმარტავს, რომ პროგრამა წელს, პირველად, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მის ფარგლებში საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები დაფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ 89 ქართული ფოლკლორული ანსამბლი მოქმედებს.

„უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების წარდგენა შეეძლებათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: folk@mfa.gov.ge (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);

კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.