მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვარგარეთ თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ

5ef4a8dba781c
BM.GE
25.06.20 17:35
2323
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა ინიციატივა და ცვლილება შევიდა დადგენილებაში, რომლის თანახმადაც გაიზარდა კომპენსაციის მიმღებ ბენეფიციართა წრე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ თვითდასაქმებულები.


"აღსანიშნავია, რომ თურქეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების თხოვნით აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. ინიციატივის თანახმად საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.


არსებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 000 მოქალაქეა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმ დოკუმენტების სია, რომლის წარმოდგენაც თვითდასაქმებულებს მოუწევთ"-ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.