ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ საზღვრები მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის არ უნდა გაიხსნას, რომლებიც ჩვენ გაგვიხსნიან.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას საბა კიკნაძე აღნიშნავს, საზღვრების გახსნის შემდეგ ის დადებით შედეგს სწრაფად არ ელოდება, მით უფრო მაშინ, როცა საუბარია ჩარტერულ ავიარეისებზე და არა - რეგულარულზე.
"ჩემი აზრით, ივლისში ჩარტერები დაიწყება და აგვისტოში შეიძლება დაიწყოს სხვა გადამზიდავებმა რეგულარული ფრენები. რეგულარულ ფრენებამდე ჩარტერები მხოლოდ მოემსახურება ქართველ მოსახლეობას, გარდა ამისა, შეიძლება აუცილებელ ბიზნესებს მოემსახუროს, ან ნათესავების მონახულებას.
რაც შეეხება რეგულარულ ფრენებს, როგორც კი ამოქმედდება ამ მიმართულებით ავიარეისები, დაგვიანებით, მაგრამ ტურიზმით დაინტერესებული მგზავრებიც გამოჰყვებიან ამ ფრენებს. რეგულარულ ფრენებს სჭირდება სტაბილური, გარანტირებული გარემო. როგორც კი სისტემებში აისახება გადაწყვეტილებები და შეთანხმებები, ამის შემდეგ ბაზარმა კიდევ რეაქცია უნდა მოახდინოს და იქით მყოფმა პოტენციურმა კლიენტებმა გადაწყვიტონ, რომ ნამდვილად აპირებენ ერთი, თუ თვენახევრის თავზე საქართველოში ჩამოსლას. გახსნა რომ დადებითი ფაქტია, ეჭვგარეშეა, მაგრამ სწრაფ ეფექტს, როგორც კი გაიხსნება ფრენები, არ ველოდებით, მით უმეტეს, ჩარტერული ფრენებით", - განმარტა საბა კიკნაძემ.
მისი თქმით, მთავრობამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშავოს, რათა ნაკლები რისკის მქონე ქვეყნებთან აღდგეს მიმოსვლა.
"ორიენტირი, ვფიქრობ რომ არის ევროპა. უფრო მეტი ქვეყნისთვის უნდა გავხსნათ საზღვარი და არა მხოლოდ მათთვის, ვინც ჩვენ გაგვიღო კარი. ავიღოთ ორი შემთხვევა, ვინც საქართველოს კარი გაუღო: საბერძნეთის შემთხვევაში, იქიდან ტურისტი საქართველოში არ მოდის, ხოლო საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული ქვეყანაა. ბევრი რამ არის შესაჯერებელი, მაგრამ ყველაზე მარტივი ლოგიკა მარტივად დაზიანებული ქვეყნიდან ხალხის მიღებაა. ეს პარამეტრები არსებობს და ამ პარამეტრებით ჩვენზე უკეთესები არიან იაპონია, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგიც კი და ბევრი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება", - აღნიშნავს საბა კიკნაძე და დასძენს, რომ ეს არის მარტივი პროცესი, რადგან ყველაფერს თავისი რესურსი სჭირდება.
"ყველაფერს სჭირდება რესურსი, ალბათ ყველაზე იოლი და მისანდობი კერა იყო ევროპა. ერთის მხრივ, ავიაგადამზიდავებზეა დამოკიდებული მიმართულებებთან ლაპარაკი და მეორეს მხრივ, მიმართულებების მდგომარეობაზე და მათ პრაქტიკულ ნებაზე - რის უფლებას აძლევენ ისინი თავისი ქვეყნის მოქალაქეებს", - განაცხადა Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა.
საბა კიკნაძის თქმით, მისი კომპანია უფრო შორ მიმართულებებზე იყო ორიენტირებული.
"ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ჩვენ არ ვართ ორიენტირებული, იმ ქვეყნებიდან რაც ჩამოთვალეს, დარჩა გერმანია და საფრანგეთი - აქედან რაღაცას ველით, მაგრამ ესეც არ არის მასა ბიზნესის, რომელიც უფრო შორიდან - ამერიკიდან, კანადიდან, სამხრეთ ამერიკიდან, იაპონიიდან, კორეიდან და სხვა ქვეყნებიდან მოდიოდა. ჩავთვალოთ, რომ ეს არის მოთელვა და პულსის გასინჯვა, თუ არ გავხსენით, ვერც ვერასდროს ვნახავთ, როგორ მუშაობს და არავინ უნდა ელოდოს, რომ ასე პირდაპირ კარებს გამოვაღებთ და ხალხი მოგვაწყდება. იქითაც არის შემაკავებელი ფატორები", - აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის