13.სექტემბერი .2019 17:23

საზღვარზე არადეკლარირებული ავტონაწილების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

views 178
უკან

საბაჟო-გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", ავტონაწილების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ზ.ი.-ს ავტომანქანის სალონისა და სათავსოების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ავტონაწილები (საერთო წონით 479,2 კგ.) გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3141.79 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3141.79 ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა