მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვრების გახსნა მყისიერად აისახება ეკონომიკაზე, თუნდაც ლარის კურსზე - მინისტრი

60acbeaf8945a
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.21 13:17
674
ეკონომიკის მინისტრი ქვეყნის საჰაერო საზღვრების გახსნასთან ერთად სახმელეთო საზღვრების გახსნას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მყისიერად აისახება.

როგორც ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტურისტული ნაკადების ზრდა დადებითად იმოქმედებს ლარის კურსის სტაბილურობაზე, რაც დღეს უკვე შესამჩნევია.

„საქართველო ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, სადაც ტურისტული ინდუსტრია, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად, სწრაფად იცრება და ელის ტურისტებს, რომლებიც სხვადასხვა გზებით შემოვლენ - არამარტო საჰაერო, არამედ სახმელეთო გზითაც. ეს იქნება ძალიან დადებითი მუხტი, რომელიც გამოიხატება როგორც გაზრდილი ტურისტების რაოდენობაში, ასევე გაზრდილ შემოსავლებში.  როგორც ეკონომიკის მინისტრმა მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენ ეტაპობრივად, ეპიდვითარების კონტროლით ვხსნით საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის, რაც მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარებაზე, თუნდაც ლარის კურსის დასტაბილურებაზე, რასაც ჩვენ ახლა ყოველდღე ვხედავთ და რაზეც სხვადასხვა ფაქტორი და პირველ რიგში, ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო შემოსვლები მოქმედებს, ასევე დადებითი მოლოდინები, რომელსაც ეს ფაქტი ქმნის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.