მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოება და ბანკები: 117,300 სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შემცირდა

5e71f76808d33
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.20 15:00
965
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 9%-ზე შენარჩუნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებუთ, 117,300 სესხზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდება. 

ამასთანავე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გლობალურად მზარდი გაურკვევლობისა და ლარის გაუფასურების ტენდენციების ფონზე სავარაუდო იყო, რომ რეფინანსირების განაკვეთი არ შემცირდებოდა. 

"საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 117300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი იგივე ნიშნულზე შეუნარჩუნდებათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6195.48 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1200-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6147.77 მილიონიდან 6195.48 მილიონ ლარამდე.
117300 ხელშეკრულებიდან 33400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 802.5 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 თებერვლის მდგომარეობთ 14.75% შეადგინა.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 თებერვლის მონაცემებით 43500 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.77%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1928 მილიონი ლარია.
36600 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3221.67 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1091.36 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.42%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 თებერვლის მონაცემებით 2130.30 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.71%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 თებერვლის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15.027 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13.74%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 83.470 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 თებერვლის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.45%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2658.15 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 11.47%-დან 13.16%-მდეა გაზრდილი.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ერთი მხრივ გაზრდილი გაურკვევლობის, მეორე მხრივ კი - ინფლაციური რისკებისა და გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე მოსალოდნელი იყო,რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი არ შეარბილებდა რეფინანსირების განაკვეთს. ინფლაციაზე მოქმედებს ორმხრივი ფაქტორები, როგორც ზრდის, ისე შემცირების კუთხით. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციაზე უარყოფით ზეწოლას ახდენს, ხოლო საგარეო მოთხოვნის შემცირების შედეგად შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა მნიშვნელოვნად არბილებს ინფლაციურ ზეწოლას. მომდევნო თვეებშიც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ფაქტორის გავლენა იქნება დომინანტური მომავალ პერიოდში,"- ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში.