მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საზოგადოება სიკეთეს მთავრობისგან ელის და არა საკუთარი თავისგან“ - რატომ ერევა სახელმწიფო ეკონომიკაში?

63add8ba170b5
ალა ისპირიანი
29.12.22 22:29
572
„რაც უფრო მეტი იქნება სახელმწიფოს ჩარევა და ინტერვენცია ეკონომიკაში, ეს მით უფრო არაეფექტური იქნება ეკონომიკისთვის“ - ამის შესახებ PMCG-ის ხელმძღვანელმა ლექსო ალექსიშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ეკონომიკაში ორო მთავარი მიზეზის გამო ერევა, ესაა კერძო სექტორში დიდი მოთამაშეების ვერ დანახვა და პოლიტიკური პოპულიზმი.

„კარგად არ მესმის, როგორ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ის ინფრასტრუქტურული ობიექტები, მაგალითად, როგორიცაა შავი ზღვის კაბელი ან პორტი, რა ფორმა ექნება ამას, რადგან მგონია, რომ ამაში კერძო ბიზნესის და კერძო ინვესტიციის წილი და როლი მნიშვნელოვნად მაღალი იქნება. რამდენადაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ამას სახელმწიფო განახორციელებს ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბებულ ვერც სტრუქტურას ვხედავ და ვერც იმის რესურს ეს როგორ უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს იმ წილით, რაც უკვე გაცხადებული იქნა.

რაც უფრო მეტი იქნება სახელმწიფოს აქტივობა, ჩარევა და მისი ინტერვენცია ეკონომიკაში, ეს ეკონომიკისთის მით უფრო არაეფექტური იქნება. ეს ორი რამის გამო ხდება, ერთი როცა იმედი არა გვაქვს, რომ კერძო სექტორი ამას სწორად უპასუხებს, რადგან კერძო სექტორში დიდ ან გამოცდილ მოთამაშეებს ვერ ვხედავთ და მეორეა პოლიტიკური პოპულიზმი. გაცილებით მარტივია მოსახლეობას აუხსნა, რომ აგერ ვარ და უკეთესად გავაკეთებ ნებისმიერი სხვის ნაცვლად, მითუმეტეს როდესაც სახელმწიფო ზურგს ფინანსები მიმაგრებს. ასევე საზოგადოება ძალიან არის შეჩვეული რომ სახელმწიფოსგან ელის სიკეთეს, მთავრობისგან ელის სიკეთეს და არა საკუთარი თავისგან ან გარე სამყაროსგან და ეს ყველა პირობა იმას უპასუხებს, რომ რატომაც არა“, - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ.