მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საზოგადოების ნაწილი რომ შეცდომაში შევიდა, დიდწილად ჩვენი ბრალიცაა“ - კობახიძე

6409e44a736d0
თინათინ ნატმელაძე
09.03.23 18:10
840
„ჩვენს მხარეს რაც შეეხება, ის ფაქტი, რომ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში იქნა შეყვანილი, შეიძლება დიდწილად ჩვენი ბრალიც იყოს“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტია გეგმავს, რომ მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანია ჩაატარონ და მათ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

„თუ ვინმეს შეეშალა არის ის, ვინც ტყუილს ავრცელდება ამ კანონთან დაკავშირებით. საზოგადოების ნებისმიერი წევრი, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, რომ შეცდომაში იყოს შესული, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

როცა დრო იქნება, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც იწარმოება, თუმცა დღეს ეს თემა ჩვენთვის აქტუალური არაა, დღეს არ განიხილება, მაგრამ როცა დრო იქნება ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, თუ როგორ გავრცელდა ყალბი კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავადექით რუსეთის გზას და ა.შ. ამიტომ ამ ინფორმაციის გავრცელება-გაზიარება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, თემა არის დახურული.

ინფორმაციის გავრცელება იმაზე, რომ ჩვენი საწინააღმდეგო კამპანია იყო სიცრუეზე დაფუძნებული, ჩვენი ვალდებულებაა.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 7 მარტს „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ დღეს მისი უკან გაწვევა გადაწყვიტა.

პარტიის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში".