მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები, შესაძლოა, 15 ივლისამდე მოიხსნას - მთავრობის განმარტება

5eca26468a7fb
სალომე მეცხვარიშვილი
24.05.20 11:39
2938
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და არეგულირებს იზოლაციისა და კარანტინის წესებს საქართველოში. დადგენილება მოქმედია 23 მაისიდან 15 ივლისამდე. დოკუმენტი მოიცავს საზოგადობერივი ტრანსპორტის შეზღუდვასაც, თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი 15 ივლისამდე არ გაიხსნება, რადგან დადგენილებაში მაქსიმალური ვადებია გაწერილი და შეზღუდვების მოხსნა არც მანამდეა გამორიცხული.

“დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, უფრო ადრე მოიხსნას. ისევე, როგორც ცალკეული ეკონომიკური საქმიანობების აღდგენის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაზე ადრე იყო მიღებული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დარჩენილი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს, რის შემდეგაც დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება”’,- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.