სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელი ტექნიკური ინფრასტრუქტურის - საეთეროს, სტუდიური ტექნიკის, არქივის, ვიდეოკამერების და სხვა სახის მოწყობილობების განახლებაზე 10.6 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს.
ტელევიზიის მიერ 15 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ორი ტენდერი გამოცხადდა. მათგან პირველით 7,892,751 ლარის ტექნიკის, ხოლო მეორე ტენდერით კი 2,641,163 ლარის ღირებულების აპარატურის შეძენა განისაზღვრა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, განსაზღვრულია კამერების, ობიექტივების, ჩართვის სისტემების, საოპერატორო კრანების, სუფლიორების, მონიტორების და კიდევ მრავალი დასახელების ტექნიკის შეძენა.
პროექტის აღწერის მიხედვით, ელექტრონული ტენდერები აუქციონის გარეშე ჩატარდება და მასში გამარჯვებულმა კომპანიამ ტელევიზიას შესაბამისი ტექნიკა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში უნდა ჩააბაროს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსების მოცულობა 58 მილიონს შეადენს (აქედან 10 მლნ აჭარის ტელევიზიის დაფინანსებაა).
მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტი კი 2020 წელს 102 მილიონ ლარზე არის განსაზღვრული, საიდანაც 58 მლნ სახელმწიფო, 2.7 მილიონი კომერციული დაფინანსება, 40 მილიონი კი კომერციული ბანკიდან აღებული დაფინანსება იქნება.
ტელევიზია ახალი სათაო ოფისის მშენებლობასაც გეგმავს, რომლის ღირებულებაც ჯამურად 70 მილიონ ლარს აჭარბებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ