მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობას 43.6 მილიონად "დაგი" ააშენებს

5f8d4bf4bf892
შოთა ტყეშელაშვილი
19.10.20 12:31
3431
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ოფისის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანია "დაგიმ" გაიმარჯვა. სატენდერო წინადადების თანახმად, "დაგი" პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ახალ ობიექტს 43,636,020 ლარად ააშენებს.

მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა - არხის ახალი ოფისის ჩაბარება 1,336 დღეში უნდა მოხდეს. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი ოფისის მშენებლობისთვის ტენდერი ივნისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 46.75 მილიონი ლარი იყო და მასში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ - "ანაგმა"; "ელექტრო მონტაჟ სერვისმა"; "საბა კონსტრაქშენმა" და "დაგიმ" მიიღო. მათ შორის ყველაზე დაბალი ფასი სწორედ "დაგიმ" წარადგინა.

მაუწყებლის ახალი შენობა თბილისში, პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში, 2 ჰექტარ მიწის ტერიტორიაზე განთავსდება.

მშენებლობის შესაბამისი ნებართვა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2020 წლის მაისში გასცა. 

ტელეკომპანიამ შენობის დიზაინი Facebook კენჭისყრის საშუალებით შეარჩია, ღია კიონკურსში გამარჯვებული შპს „თბილქალაქ პროექტის" მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადება გახდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი ოფისის საინჟინრო პროექტირებაში 1 მილიონი ლარი გადაიხადა.