საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ოფისის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანია "დაგიმ" გაიმარჯვა. სატენდერო წინადადების თანახმად, "დაგი" პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ახალ ობიექტს 43,636,020 ლარად ააშენებს.
მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა - არხის ახალი ოფისის ჩაბარება 1,336 დღეში უნდა მოხდეს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი ოფისის მშენებლობისთვის ტენდერი ივნისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 46.75 მილიონი ლარი იყო და მასში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ - "ანაგმა"; "ელექტრო მონტაჟ სერვისმა"; "საბა კონსტრაქშენმა" და "დაგიმ" მიიღო. მათ შორის ყველაზე დაბალი ფასი სწორედ "დაგიმ" წარადგინა.
მაუწყებლის ახალი შენობა თბილისში, პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში, 2 ჰექტარ მიწის ტერიტორიაზე განთავსდება.
მშენებლობის შესაბამისი ნებართვა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2020 წლის მაისში გასცა.
ტელეკომპანიამ შენობის დიზაინი Facebook კენჭისყრის საშუალებით შეარჩია, ღია კიონკურსში გამარჯვებული შპს „თბილქალაქ პროექტის" მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადება გახდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი ოფისის საინჟინრო პროექტირებაში 1 მილიონი ლარი გადაიხადა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ