მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის აშენება, სავარაუდოდ, 77 მლნ ლარი დაჯდება

5e53b4e616f1d
სალომე მეცხვარიშვილი
24.02.20 15:40
4356
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა 77.2 მილიონი ლარი დაჯდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში უნდა განთავსდეს და მისი ფართობი 24,782 მ2-ია.

უშუალოდ პროექტის მშენებლობაზე ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის შესახებ იმ სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომლითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შეძენა სურს. უშუალოდ ამ მომსახურებისთვის კი - 2 988 868 ლარია გათვალისწინებული, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს.

“საკონსულტაციო მომსახურეობა ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოებზე განხორციელებულ ყოველდღიურ ზედამხედველობას და პროექტის მართვას. მშენებლობაზე განხორციელებული ზედამხედველობის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოფილ იქნეს სამშენებლო სამუშაოების უმაღლესი ხარისხით შესრულება, სამშენებლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკაციებისა და პროექტის მოთხოვნების სრული დაცვით, რაც თავის მხრივ იქნება ობიექტის ეფექტური ფუნქციონირების გარანტი გრძელვადიან პერიოდში”,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017 წელს აცხადებდა, რომ მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდებოდა. პროექტი კონკურსის შედეგად შეირჩა. განიხილებოდა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული შენობის რეაბილიტაცია, ასევე პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სრულიად ახალი შენობის მშენებლობა.