მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კვების ობიექტები მაღალი რისკის მატარებელია - გაბუნია

5ffc2c22515f6
ინგა მურუსიძე
11.01.21 15:00
677
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის მატარებელია. გაბუნიამ განცხადება უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ზოგადად, გამოცდილება და სხვა ქვეყნების რისკის შეფასების მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები არის მაღალი რისკის მატარებელი. ანუ, რეკომენდაცია არის, რომ როგორც დავიწყეთ შეზღუდვების დაწესება, იგივე თანმიმდევრობით უნდა დავბრუნდეთ უკან და ყველაზე ადრე გაიხსნას ის დაწესებულება, რომელიც ყველაზე უსაფრთხოა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში.

„აჭარამ ადრე დაიწო ეპიდემიის ტალღის გადატანა, ვიდრე სხვა რეგიონებმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს გახსნის საფუძველი. არ არის აუცილებელი ტესტირებამ გამოიწვიოს შემთხვევების მატება, პირიქით, აგრესიული ტესტირებით მივაღწევთ იმას, რომ თუ სადმე ფარული შემთხვევაა გამოვლინდება და ასევე ვნახავთ, რომ პოზიტიურობის მაჩვენებელი ნამდვილად იკლებს და გვაქვს სტაბილური გარანტია უსაფრთხოდ გახსნის. ვფიქრობ, მოლოდინი, რომ 1-ელი თებერვალიდან შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებას, რეალისტური უნდა იყოს“, - განაცხადა გაბუნიამ.