14.მაისი .2020 15:29

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე ჯანდაცვის სპეციალისტებმა, შესაძლოა, რეკომენდაცია გასცენ

views 4292
უკან

ჯანდაცვის სპეციალისტებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე შესაძლოა რეკომენდაცია გასცენ, - როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე განმარტავს, სპეციალისტები ამჟამად მოხსნილი შეზღუდვების ფონზე მდგომარეობას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნება მიღებული.

„საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა მიმდინარე დღეების განმავლობაში, ამიტომ ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით თუ რა ეფექტს იქონიებს აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა დაავადების გავრცელებაზე. ამის შემდეგ უკვე გავაკეთებთ შეფასებას და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკვირვება სიტუაციაზე. ხოლო ვითარების შესაბამისად, შესაძლოა გავცეთ რეკომენდაციები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე“, - განაცხადა ანა კასრაძემ.

თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ტრანსპორტირების სიხშირე მოიმატებს.

ბექა ფერაძის თქმით, რეკომენდაციები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა