მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საზ.ტრანსპორტის ჩაკეტვამ ავტომობილობა 30%-ით გაზარდა“ - ვიქტორ წილოსანი

600296427dc7c
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.21 12:00
2031
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვამ დედაქალაქში ავტომობილების მობილობა 30%-ით გაზარდა. ამის შესახებ ვიქტორ წილოსანმა „BMG Drive”-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი შეფასებით, კოვიდმა ცხადყო თუ რამხელა წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეკონომიკაში.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩაკეტვამ მოგვცა ავტომობილების მობილობის 30%-იანი ზრდა. იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური აქტივობები რიგ მიმართულებებში შეზღუდულია ადამიანები მაინც გადაადგილდებიან და რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, იძულებულები არიან კერძო ავტომობილით იარონ“, - განაცხადა წილოსანმა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რამდენი ტრანსპორტი გადაადგილდებოდა დედაქალაქში კოვიდამდე და დღეს და ავტომობილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ევროპულს შეადარა.

„450 000 ავტომობილი გადაადგილდებოდა კოვიდამდე პერიოდში სამუშაო დღეებში, თუმცა ეს რიცხვი დღეს 600 000-მდეა გაზრდილი, რაც ნიშნავს იმას, და ეს კოვიდმაც კარგად გვაჩვენა, რამხელა წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ნაწილში საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ჩვენთან ავტომობილი მოსახლეობის 38% ჰყავს და მოტორიზაციის კოეფიციენტი, ანუ ავტომობილზე დამოკიდებული მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც კვირაში 5 და მეტი დღე იყენებს ავტომობილს 33%-ია. ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70%-ს და მოტორიზაციის კოეფიციენტი 8%-ია", - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.