05.დეკემბერი .2020 14:00

სცადონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და 200 ლარით 1 დღე გაიტანონ! - შეფმზარეული

სცადონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და 200 ლარით 1 დღე გაიტანონ! - შეფმზარეული
views 3941
უკან

რესტორან „ჩვენის" დამფუძნებელი და შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით თვეში 200 ლარის გამოყოფა არასაკმარისია.

„სცადოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა, რომელსაც ჩვენ - მოქალაქეები ვუხდით ხელფასს და ვქირაობთ, ერთ თვეზე არ მაქვს საუბარი, ერთი დღე იმ 200 ლარით გაიტანოს“ - განაცხადა BMG Drive-ში სტუმრობისას შეფმზარულმა.

ის აღნიშნავს, რომ მას შეუძლია გააჩეროს რესტორანი და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ აამოქმედოს, მაგრამ ამით მისი დასაქმებულები დაზარალდებიან.

„ავიღოთ რომელიმე სამრეწველო ქარხანა, სადაც წარმოების 75% რობოტიზირებულია. ქარხანა, რომელსაც შემოსავალი შეიძლება 5 მლნ ჰქონდეს ასაქმებს 15-20 კაცს და ჩემთან რესტორანში, საიდანაც ბიუჯეტში ყოველთვიურად 20 ათასი ლარი შედის, უფრო მეტი - 30 ადამიანი საქმდება. სხვაობა რაშია, იმას თუ მეტი შეაქვს ბიუჯეტში უფრო პრივილეგირებულია და მე, რომელიც უფრო მეტ ადამიანს ვასაქმებ, არ უნდა მქოდეს მეტი პრივილეგია და არ უნდა მქონდეს დაცვა სახელმწიფოსგან?!

მე ვიხდი გადასახადებს, ნება იბოძოს სახელმწიფომ და დაეხმაროს ჩემს დასაქმეუბულებს. ყველა ქვეყანაში, სადაც დამსაქმებელი და დასაქმებული იხდის თავის გადასახადებს სახელმწიფო ვალდებულია ფინანსურად მხარი ზუსტად ამ მდგომარეობაში დაუჭიროს. აქვთ თუ არა, ეს მათი პრობლემაა, მაშინ არ შეეჭამათ. მე მოვითხოვ დაიცვან ჩემი და მოქალაქეების უფლებები“, - აცხადებს გურამ ბაღდოშვილი.

რესტორატორი გამოსავალს მხოლოდ იმაში ხედავს, რომ სახელმწიფომ მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები დროებით ბიზნესებს მოახმაროს.

"2 წლის განმავლობაში 230 000 ლარამდე შევიტანე ბიუჯეტში. არ მეკუთვნის ეს თანხა, რომ სახელმწიფომ დამიფინანსოს, დამიდგეს გვერდში - მასესხოს საერთოდ პროცენტის გარეშე? ამ თანხით 2 თვის განმავლობაში შევინახავ ჩემს პერსონალს და ჩემ სობიექტს“, - ამბობს შეფმზარეული.

მისი თქმით, რესტორნის დაკეტვის მიუხედავად, ქირის, კომუნალურების, დაცვის, მოვლის ხარჯები აქვს გასასტუმრებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა