მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დააგროვეთ უნიქარდის ქულები ფეიუნიქარდის საერთაშორისო საგადახდო ბარათებით შეზღუდვების გარეშე

5f8e8c5fe212f
BM.GE
20.10.20 11:04
1236

ფეიუნიქარდი საქართველოში პირველი ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც უნიქარდთან ერთად ელექტრონულ საფულესთან დაკავშირებულ Unicard Visa და Unicard Mastercard ბარათებს გთავაზობთ.

ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნანა ქებურიას ვესაუბრეთ.

როდიდან შეძლებენ მომხმარებლები საერთაშორისო ბარათებით სარგებლობას?

1 ოქტომბრიდან ჩვენი წინასწარი გადახდის საერთაშორისო ბარათები უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის, უნიქულები კი საზღვრების გარეშე გროვდება ყველგან, სადაც ფეიუნიქარდის ბარათით გადახდისას Visa და Mastercard ნიშანი დაგხვდებათ.

2019 წელს ფეიუნიქარდი და მისი მეგობარი კომპანია უნიქარდი Visa International-ის სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. Visa International პარტნიორული შეთანხმებისა და სტარტაპი კომპანიების მხარდაჭერის ფარგლებში, ფეიუნიქარდსა და უნიქარდს საშუალება ეძლევათ ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით მნიშვნელოვანი წილი შეიტანონ ქართული ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, უნიკალური და ხელმისაწვდომი საგადახდო პროდუქტები შესთავაზონ ერთგულ მომხმარებლებს.

რას მიიღებს უნიქარდისა და ფეიუნიქარდის წინასწარი გადახდის ერთობლივი ბარათის მომხმარებელი?

• მარტივად გააერთიანებს და მართავს საგადახდო და დაგროვების ბარათებს, ფინანსებს და დაგროვებულ ჯილდოებს ერთ ელექტრონულ სივრცეში;
• ელექტრონული ფულის გამოყენებით, აწარმოებს სარგებლიან ფინანსური ოპერაციებს;
• დააგროვებს მეტ უნიქულას არა მხოლოდ უნიქარდის პარტნიორებთან, არამედ ნებისმიერ ობიექტში, სადაც ფეიუნიქარდის Visa ან Mastercard ბარათით გადახდაა შესაძლებელი;
• გადაიხდის თანხას ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, მათ შორის ონლაინ;
• დააკონვერტირებს ელექტრონულ ფულს სპეციალური კურსით;
• გადაიხდის კომუნალურ გადასახადებს შეღავათიანი ტარიფებით;
• გაანაღდებს თანხებს მსოფლიოს მასშტაბით Visa/Mastercard პარტნიორი ბანკების ქსელში ;
• ფინანსური ოპერაციისთვის მიიღებს ჯილდოს და მუდმივ სპეციალურ შეთავაზებებს უნიქარდისა და მისი პარტნიორებისგან.

ხომ არ იგეგმება რაიმე აქცია ახალი პროდუქტების გაშვებასთან ერთად?

2020 წლის 1 ოქტომბრიდან, გასაცნობი აქციის ფარგლებში ფეიუნიქარდის და უნიქარდის ერთგული მომხმარებელებს საშუალება აქვთ:

• ონლაინ შეუკვეთონ და უფასოდ მიიღონ პირველი უნიქარდი/ფეიუნიქარდის ქობრენდ საგადახდო ბარათი;
• პირველი 10 ლარის ჩარიცხვაზე საჩუქრად მიიღონ 50 უნიქულა;
• დააგროვონ მინიმუმ 1 ქულა ყოველ 10 ლარიან გადახდაზე ბარათით ნებისმიერ ობიექტში, ხოლო უნიქარდის პარტნიორებთან, ასევე, დამატებით დააგროვონ უნიქულები ბარათზე დატანილი ბარკოდით;
• უფასოდ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები - www.paynicard.ge-ზე;
https://www.unicard.geზე უნიქულებით გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, სადაც 10 ქულა = 1 ლარს.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ www.payunicard.ge და დაელოდეთ ჩვენს შემდგომ შეთავაზებებს!

 

 


 

(NS)