მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Scope Ratings GmbH-მა ლისი დეველოპმენტის საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა

5c63c7f8e259f
თამუნა ქემერტელიძე
13.02.19 12:30
2517
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიის „ლისი დეველოპმენტის“ ობლიგაციას BB რეიტინგი მიანიჭა. ამის შესახებ BMG -ს კომპანიაში განუცხადეს.

მათივე თქმით, ამავდროულად, Scope Ratings GmbH-მა განაახლა კომპანიის რეიტინგის პროგნოზი B+ პოზიტიური პერსპექტივით.

შეგახსენებთ: საქართველოში „ლისი დეველოპმენტი“ ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მოიპოვა.

ამასთან, როგორც კომპანია „ლისი დეველოპმენტში“ აცხადებენ, საერთაშორისო კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი კომპანიამ Scope Ratings GmbH-ისგან 2018 წლის ივლისში მიიღო და ეს რეიტინგი წარმოადგენდა B+ სტაბილური პერსპექტივით და რეიტინგის მოძიებაში კომპანიას ფინანსური რეკომენდაცია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანიამ „თიბისი კაპიტალმა“ გაუწია. გარდა ამისა, 2019 წლის თებერვალის მონაცემებით, „ლისი დეველოპმენტის“ მიერ გამოშვებული საჯარო ობლიგაცია დაშვებულია ქლიარსტრიმის (Clearstream Banking S.A.) სისტემაში, რაც ობლიგაციებს ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისათვის.

„აღნიშნული სარეიტინგო პროგნოზის გაუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურ პერსპექტივამდე ხაზს უსვამს ერთი მხრივ, კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, მეორე მხრივ კი ფასიანი ქაღალდის ძლიერ პარამეტრებს“, -აცხადებს ნოდარ ადეიშვილი, ,,ლისი დეველოპმენტის’’ გენერალურმა დირექტორმა.

„ობლიგაციის რეიტინგის BB ნიშნული საამაყო შედეგია. Scope Ratings GmbH-ის მიერ აღნიშნული რეტინგის მინიჭება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფასიანი ქაღალდის საკრედიტო ხარისხს“ -აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა.

შეგახსენებთ: უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ 2018 წლის დეკემბერში 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ფასიანი ქაღალდი დაილისტა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2018 წლის დეკემბერში.