მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Scope Ratings-მა "მიკრო ბიზნეს კაპიტალს" საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა

5e3858ff83401
ნათია თაქთაქიშვილი
03.02.20 21:21
1233
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა მიკროსაფინანსო ორგნიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალს" ("ემბისი") საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა, პროგნოზით სტაბილური.

Scope Ratings-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ძლიერ მხარედ დაასახელა ადეკვატური ფინანსური პროფილი და მომგებიანობა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შედარებით მცირე პოზიცია აქვს საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ ანგარიშში ასევე აღნიშნა, რომ "მიკრო ბიზნეს კაპიტალის" ბიზნეს მოდელის გათვალისწინებით და გეოგრაფიული დივერსიფიკაციის არარსებობის პირობებში, მისი რეიტინგი შეზღუდულია და ძალიან მგრძნობიარეა უაღრესად დოლარიზირებული საქართველოს ეკონომიკის მიმართ.

როგორც Scope Ratings-ი აღნიშნავს, მიკროსაფინანსო ორგნიზაციის რეიტინგი უარყოფითისკენ შეიძლება შეიცვალოს, თუ აქტივების ხარისხი და მომგებიანობა გაურესდება.

რეიტინგის პოზიტიურად შეცვლის წინაპირობად კი კომპანია განიხილავს მიკროსაფინასნო ორგნიზაციის კონკურენტული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და არაუზრუნველყოფილ დაფინანსებაზე გადასვლას.