მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ: 2020 წლის იანვარში ბანკების მოგება 41.7%-ით, 90 მლნ ლარამდე გაიზარდა

5e4eadfde8cd9
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.20 21:21
1850
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს 2020 წლის იანვრისთვის ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების საქმიანობის შედეგების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ქართული საბანკო სექტორის ჯამური მოგება წინა თვის განმავლობაში 41.7%-ით, 90 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

2020 წლის იანვარში ქვეყანაში მოქმედი 15 ბანკის მთლიანმა შემოსავლმა 411 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 306 მილიონი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2020 წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 71.5 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 30.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იანვარში ბანკებმა აპარატის შენახვაზე 57.3 მილიონი ლარი დახარჯეს.