მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ: აგვისტოში ტურიზმის შემოსავალი 10%-ით შემცირდა

5d807bb0bfccd
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.19 10:37
961
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. აგვისტოს თვის მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, რეკორდული რაოდენობის ვიზიტორების მიღების მიუხედავად, აგვისტოში საქართველოს ტურისტული სექტორის შემოსავალი 10%-ით ($46.8 მლნ-ით) შემცირდა და მან $396.1 მილიონი დოლარი შეადგინა.

სავარაუდოდ, აღნიშნული კლება რუსეთის მხრიდან დაწესებულ საავიაციო ემბარგოს უკავშირდება, რის გამოც 2019 წლის 8 ივლისიდან მოყოლებული ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შეჩერებულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში 1,255,000 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 5.8%-ით მეტი იყო. 

სებ-ის განმარტებით, საშუალოდ საავიაციო გზით შემოსული ვიზიტორები ხარჯავენ უფრო მეტ თანხას, ვიდრე ისინი ვინც სახმელეთო გზით შემოდიან.

სებ-ის მონაცემებით, კლებით დასრულდა ივლისის თვეც, რომლის განმავლობაშიც ტურისტულმა სექტორმა $374.7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით $57 მილიონით ნაკლები იყო.