საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკებსა და ელექტრონულ პლატფორმებს შორის თანამშრომლობის გამჭვირვალობისა და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, ბანკებისათვის დამატებითი მოთხოვნები შეიმუშავა. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებისთვის მომზადდა ცვლილებების პროექტი, რომელსაც ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს საკონსულტაციოდ სთავაზობს.
ცვლილების მიხედვით, პლატფორმა წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც მესამე მხარეებს ონლაინ საშუამავლო მომსახურების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამგვარ საშუამავლო პლატფორმებთან თანამშრომლობის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, ბანკებს, მათთან თანამშრომლობის შესახებ შეთავაზების წინადადების (ოფერტზე მოწვევა) სულ მცირე 30 დღის განმავლობაში გამოქვეყნება და სასურველი პარტნიორების გამჭვირვალედ შერჩევა დაევალებათ. ოფერტზე მოწვევის გამოქვეყნების ვალდებულება იმ შემთხვევაშიც გავრცელდება, თუკი ბანკი, კანონით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობის ფარგლებში, მესამე მხარისთვის თავად გამოვა საშუამავლო პლატფორმის როლში.
პროექტის მიხედვით, ოფერტზე მოწვევით განსაზღვრული პირობები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, პირობები უნდა უზრუნველყოფდეს კანდიდატთა ფართო წრესთან პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობას და დაცული უნდა იყოს "გაშლილი მკლავის პრინციპი".
პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები მხოლოდ სისტემური მნიშვნელობის მქონე ბანკებს და იმ ბანკებს შეეხებათ, რომელთა ჯგუფიც ერთ ან რამდენიმე პლატფორმას ან სხვა ისეთ პირ(ებ)ს მოიცავს, რომლებსაც ბანკი ონლაინ საშუამავლო მომსახურების გაწევას სთავაზობს. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნები შესაძლოა იმ ბანკზეც გავრცელდეს, რომელიც გარკვეული პროდუქტების/მომსახურების შესაბამის ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას ფლობს.
მოთხოვნები მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჩართულობით შემუშავდა და ეროვნული ბანკი ეკოსისტემების ღიაობის და შესაბამის ბაზრებზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროექტს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე. პროექტთან დაკავშირებული შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია: policy@nbg.gov.ge-ზე 2022 წლის 10 აგვისტომდე.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი