მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი დავით წიკლაურის მიერ მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შესრულებას დადებითად აფასებს

5e625f69da087
შოთა ტყეშელაშვილი
06.03.20 18:36
1130
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი მარეგულირებელია. გასული თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტომ მოქალაქეთა შენატანებიდან 560 მილიონი ლარი შვიდი კომერციული ბანკის მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა. ამ ოპერაციის განსახორციელებლად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ მის წევრს - დავით წიკლაურს ერთი თვით (3 თებერვალი- 3 მარტი) მთავარი საინვესტიციო ოფიცრის სტატუსი მიანიჭა.

BMG-იმ აღნიშნული ტრანზაქციის შესაფასებლად კითხვით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა, სადაც აღნიშნავენ, რომ ისინი დავით წიკლაურის მიერ დროებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შესრულებას დადებითად აფასებენ, რადგანაც განხორციელებული ოპერაციის შედეგად, საინვესტიციო პროცესი დაჩქარდა და საპენსიო სისტემის მონაწილეთა სასარგებლო ინვესტიციები განხორციელდა. 

• რატომ გახდა აუცილებელი საპენსიო დანაზოგების ეროვნული ბანკიდან და კომერციული ბანკებიდან წაღება? მხოლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო განმაპირობებული თუ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციები იყო?

"საინვესტიციო საბჭოს/დროებითი საინვესტიციო ოფიცრის გადაწყვეტილება აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით შესაბამისობაშია დამტკიცებულ დროებით საინვესტიციო პოლიტიკასთან. ამასთან, შეგახსენებთ, რომ კანონის მიხედვით საინვესტიციო გადაწყვეტილება მიიღება მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. აქვე აღვნიშნავთ, რომ აქამდე მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საპენსიო ფონდის მომგებიანობის მაჩვენებელი."

• როგორც მარეგულირებელი როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ დავით წიკლაური 1 თვით მთავარი საინვესტიციო ოფიცერიც იყო საინვესტიციო საბჭოს წევრობასთან ერთად?

"მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევასა და დანიშვნამდე, დავით წიკლაურისთვის აღნიშნული ფუნქციის დროებით დელეგირების შედეგად, შესაძლებელი გახდა საინვესტიციო პროცესის დაჩქარება, რაც საბოლოო ჯამში მონაწილეთა ინტერესებზე დადებითად აისახება,"- ნათქვამია სებ-ის პასუხში. 

დღესვე საპენსიო სააგენტომ მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. უწყების ინფორმაციით, მათ 560 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსეს, ხოლო 15 მილიონი ლარი კი, ვადიან დეპოზიტებზე განთავსდა. 

ამასთან, სააგენტომ განაახლა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამ ინვესტიციის მომგებიანობის შესახებ და განაცხადა, რომ სადეპოზიტო სერტიფიკატის სარეგებელი წლიურ 14.8%-ს შეადგენს.