მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი: ლარის გაცვლითი კურსი მეორე კვარტალში დოლარის მიმართ 7.3%-ით გაუფასურდა

5f35350ecaea9
თამთა ჯიჯავაძე
13.08.20 19:00
961
საქართველოს ეროვნული ბანკის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის“ მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლარის მიმართ 7.3%-ით, ხოლო ევროსთან 7.1%-ით გაუფასურდა. ამავდროულად, ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა თურქული ლირისა და რუსული რუბლის მიმართ, რამაც შესაბამისად 4.7% და 1.8% შეადგინა.

„ამავე პერიოდში, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 2.6%-ით, ხოლო წლიურად კი 7.4%- ით გაუფასურდა. რაც შეეხება რეალურ გაცვლით კურსს, 2020 წლის მეორე კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 2.2%- ით, ხოლო წლიურად კი 4.7%-ით გაუფასურდა. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით შესწორებული წონებისა და მომსახურების გათვალისწინებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება მცირედით უფრო მეტია, ვიდრე მთლიანი ვაჭრობის წონებით. კერძოდ, ამგვარად შესწორებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 3.7%-ით, ხოლო წლიურად 8.9%-ით გაუფასურდა”, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გაუფასურება ძირითადად განპირობებული იყო, მიმდინარე კრიზისის ფონზე, დოლარის გამყარებით განვითარებადი ქვეყნების ვალუტების მიმართ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს“ ყოველკვარტალურად გამოსცემს.