მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომას 25 სექტემბერს გამართავს

5d849ef92c8b7
შოთა ტყეშელაშვილი
20.09.19 13:40
965
ოთხშაბათს, 25 სექტემბერს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს.

სებ-ი აღნიშნულ შეხვედრაზე სავარაუდოდ, განაკვეთის გამკაცრების შესახებ იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების ფონზე 0.5% პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაამკაცრა. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება. შემდგომი სხდომა, განრიგის შესაბამისად 23 ოქტომბერს გაიმართება.