მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი: ნოემბერში სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 0.26 პროცენტული პუნქტით შემცირდა

5ddb9268def96
შოთა ტყეშელაშვილი
25.11.19 13:00
1124
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.51% შეადგინა. ლარიზაციის ეს მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებით 0.26 პროცენტული პუნქტით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით კი 0.05 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. 

2019 წლის ოქტომბრის განმავლობაში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), წინა თვესთან შედარებით 635.26 მლნ ლარით (2.11%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.63%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 30.75 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 204.79 მლნ ლარით (1.52%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 430.47 მლნ ლარით (2.59%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.71%-ით). 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.04%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 10.20 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.40%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.49%-ით მეტი). 

2019 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.30%-ით, ანუ 198.19 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 15.42 მლრდ ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება, ბანკების აქტივების მოცულობას, სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 546.6 მლნ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.0 პროცენტით) და 2019 წლის პირველი ნოემბრისათვის 46.3 მლრდ ლარი შეადგინა.