სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციებზე საუბრობს, რომელიც მიმდინარე წლიდან შევიდა ძალაში.
მისი თქმით, უფროდაუფრო ბევრი ცენტრალური ბანკი იღებს იმავე ან/და უფრო მკაცრ ზომებს ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე მიიღო. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვის საპასუხოდ, რომელიც სარეიტინგო კომპანია Fitch-ის პროგნოზს ეხებოდა, რომ საქართველოში დაკრედიტების ზრდის ტემპი შეიძლება შენელდეს.
“ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაცია, რომელიც მივიღეთ, მიმართული იყო სწორად იმისკენ, რომ არ შეიქმნას მოწყვლადობა ამ მიმართულებით. სხვათა შორის, უფროდაუფრო ბევრი ცენტრალური ბანკი აკეთებს აბსოლუტურად იგივეს და უფრო მკაცრ ზომებსაც იღებს, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორად და დროულად მივიღეთ ეს ზომები. თუ შევხედავთ პორტფელის ზრდას, დღევანელი მდგომარეობით, ეს არის 13,5% წლიური ზრდა, თუ მოვაშორებთ გაცვლითი კურსიდან მომდინარე ეფექტს, ეს მაჩვენებლი არის ჯანსაღი და მდგრადი.
შესაძლებელია, დროის გარკვეულ პერიოდში იყოს ძალიან დიდი ზრდა, რასაც შემდეგ ძალიან დიდი შემცირება მოჰყვება. ზუსტად ეს არის ბევრ შემთხვევაში ხაზგასმული სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მოცემულ ანალიზში.
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ზრდა იყოს მდგრადი როგორც საკრედიტო პორტფელის კუთხით, ასევე ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ეს ყველაფერი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო მდგრადს და მაღალს გახდის ეკონომიკურ ზრდას”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამოქმედდა ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი სისტემა, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს სესხის აღებაზე. მაგალითად, 200 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა, ასევე, შემოსავლების დადასტურების გარეშე საფინანსო ინსტიტუტები ვერ გასცემენ სესხს და დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაშიც დაწესებულია გარკვეული ლიმიტები.
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?