23.მარტი .2020 19:32

სებ-ი: საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საფინანსო სექტორი სერვისების მიწოდებას განაგრძობს

views 346
უკან

საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც საფინანსო ორგანიზაციები განაგრძობენ მუშაობას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სებ-ი მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები.

“მიუხედავად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობისა და ცალკეულ მუნიციპალიტეტში საკარანტინო ღონისძიებების მიმდინარეობისა, საფინანსო სექტორი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის შეუზღუდავ მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად
გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. უზრუნველყონ მათი პერსონალის მაქსიმალური დაცვა.

ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩისახლში“, - ნათქვამია სებ- ის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა