მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი საჯარო განხილვებისთვის ღია ბანკინგში ჩართვის წესს აქვეყნებს

636a47b65d700
BM.GE
08.11.22 18:42
407
სექტემბერში პარლამენტმა საგადასახადო სისტემების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც კანონის დონეზე დარეგულირდა ის საკითხები, რომლებიც ღია ბანკინგს უკავშირდება. კერძოდ, განისაზღვრა „გადახდის ინიცირების მომსახურე პროვაიდერისა“ და „ანგარიშის ინფორმაციის მომსახურე პროვაიდერი“. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღია ბანკინგში ჩასართავად ორგანიზაციებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია დასჭირდებათ. ამ ორგანიზაციებს შეეძლებათ მომხმარებლის თანხმობით მიიღონ წვდომა საბანკო ანგარიშზე და მათ სხვადასხვა სახის სერვისი შესთავაზონ. ეს სერვისებია:

1) სხვადასხვა ბანკში არსებული ანგარიშების კონსოლიდირებულად ნახვის და ერთი წერტილიდან გადარიცხვების გაკეთების საშუალება;
2) ანალიტიკის წარმოება, რაში ვხარჯავთ ფულს უფრო მეტად, რა ხარჯების შემცირება გვინდა და ა.შ;
3) სხვადასხვა ინოვაციური გადახდის ინსტრუმენტი.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის და დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ფინტექ ორგანიზაციების, ღია ბანკინგში ჩართვის შესაძლებლობის შექმნის მიზნით, სებ-ი ღია ბანკინგში ჩართვის წესის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს, რომლის ნახვაც ამ მისამართზე არის შესაძლებელი.