საქართველოს ეროვნულმა ბანკმა German Sparkassenstiftung for International Cooperation (DSIK) თანამშრომლობით საქართველოს ეკონომიკური სექტორებისთვის კლიმატთან დაკავშირებული რისკების რადარისა და ფინანსური სექტორისთვის მისი შესაძლო გამოყენების შესახებ ანგარიში მოამზადა. ანგარიშში წარმოდგენილია კლიმატის რისკების შეფასების ბარათი (Scorecard) საქართველოს ეკონომიკური სექტორებისთვის და შეფასებულია ფინანსური სექტორის დამოკიდებულება გამოვლენილ მაღალი რისკის მქონე სექტორებზე.
კლიმატის რისკის რადარი არის შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც "top-down" მიდგომას იყენებს და ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით სექტორის პოტენციურ კლიმატის რისკს აფასებს. ანგარიშში წარმოდგენილი რისკის რადარი მოიცავს როგორც მწვავე და ქრონიკულ ფიზიკურ კლიმატის რისკებს, ასევე გარდამავლობის რისკებს. სხვა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) რისკები უფრო ზოგადადაა შეფასებული.
რისკების რადარის ეს შეფასების სისტემა გამოყენებულია ყველა ძირითადი სექტორისთვის. შეფასება ჩატარდა ორ-ეტაპად - თავდაპირველი ანალიზის შემდგომ ადგილობრივ ექსპერტებთან განხილვითა და ექსპერტული შეფასებების გათვალისწინებით. მას შემდეგ, რაც გამოვლინდა ის სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მოწყვლადი კლიმატის ფიზიკური რისკებისა ან/და გარდამავლობის რისკების მიმართ, კომერციული ბანკების დამოკიდებულება ამ მაღალი რისკის სექტორების მიმართ რისკების რუქის გამოყენებით შეფასდა.
მეთოდოლოგიის აღწერა, დეტალური შედეგები და მათი შესაძლო გამოყენება წარმოდგენილია ანგარიშში, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ანგარიში ასევე წარედგინა მდგრადი ფინანსების სამუშაო ჯგუფის წევრებს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი