მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი სწავლობს რა მიზნებს უნდა მოემსახუროს ციფრული ლარი - გვენეტაძე

6374b4dd10340
BM.GE
16.11.22 14:00
426
საქართველის ეროვნული ბანკი უკვე მეორე წელია ციფრული ლარის პროექტის დანერგვაზე მუშაობს. ამ საკითხზე BMG-ის კითხვას დღეს სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ უპასუხა. მისი თქმით, ამჟამად გრძელდება კვლევა ციფრული ლარის გამოყენების შესაძლო მიზნების დასადგენად.

“ციფრულ ლარზე ჩვენ გავწიეთ სამუშაოები, ასეთი პროექტის განხორციელება კვლევის გარეშე შეუძლებელია, ამავე დროს ბევრ კომპანიასთან განვიხილეთ ის, თუ რისი განხორციელება შეგვიძლია, ეს პროცესი გრძელდება. ჩვენთვის ასევე საყურადღებოა, რომ კვლევითი მიმართულებით უფრო ფართო კვლევა კეთდება, ეს მუშაობა გრძელდება, ზუსტად ვერ გეტყვით როდის იქნება შედეგი, მაგრამ ჩვენი მიზანი არის, რომ საპილოტე დონეზე შემოვიღოთ ტესტირება, რომ გავიგოთ იმ მიზნებს, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, უნდა მოემსახუროს თუ არა ციფრული ლარი,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

2022 წლის მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა CBDC & DeFi კონფერენცია გამართა, სადაც ციფრული ლარის განვითარების მიმართულებით ეროვნული ბანკის გადასადგმელი ნაბიჯები და ამ მხრივ უცხოური გამოცდილება განიხილეს.