მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკულმა გიგანტმა MOTOROLA SOLUTIONS-მა კომპანია „კომუნიკომი” დააჯილდოვა

BM.GE
05.07.23 09:37
154
ამერიკული მულტინაციონალური კომპანია და რადიოკავშირგაბმულობის სფეროში ლიდერი „მოტოროლა სოლუშენსი” განაგრძობს მისი ქართული პლატინუმის პარტნიორი კომპანია „კომუნიკომის“ მხარდაჭერას. 27-29 ივნისს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარებული 2023 წლის „აღმოსავლეთ ევროპის ლოკალური პარტნიორების კონფერენციაზე” ქართული კომპანია დაჯილდოვდა, რაც პატარა რადიოკავშირგაბმულობის ბაზრის მქონე ქვეყნისთვის მსგავსი ჯილდოს მიღება დიდ აღიარებასთანაა დაკავშირებული. ჯილდო კომპანიამ 2022 წლის განმავლობაში რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებასა და მისი საუკეთესო მარკეტინგული ინიციატივისთვის მიიღო. მსგავსი ჯილდო ,,კომუნიკომს” ამერიკული კომპანიისგან 2020 წელსაც აქვს მიღებული. ღონისძიების მიმდინარეობისას „მოტოროლა სოლუშენს“-მა ევროპელ პარტნიორებს 2024-2025 წლების სტრატეგია გააცნო, სადაც ბაზარზე არსებული შესაძლებლობების შეჯამება და შეხედულებების გაზიარება მოხდა, ბიზნესის პერსპექტივაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში.