19.ივლისი .2021 19:25

სებ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს მინიმუმ 8% იქნება - კობა გვენეტაძე

სებ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს მინიმუმ 8% იქნება - კობა გვენეტაძე
views 358
უკან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს 7.7%-ზე გაცილებით მეტი, სავარაუდოდ, 8% იქნება. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ამბობს, ეროვნულ ბანკი ეკონომიკის ზრდის პროგნოზს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ სხდომაზე, 4 აგვისტოს განაახლებს.

„წინასწარი შეფასებით, მიმდინარეობს მუშაობა და საბოლოოდ ალბათ, 4 აგვისტოს უნდა დაველოდოთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ზრდა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე 7.7% და ეს იქნება როგორც მინიმუმ 8% ან უფრო მეტი. ამის საფუძველს გვაძლევს ის ძალიან სოლიდური სიტუაცია და ბუფერები, რომელიც კომერციულ ბანკებს აქვს და რომლებიც ეკონომიკის ლოკომოტივად რჩებიან.

რა თქმა უნდა გაურკვევლობები ბევრია და იმედი გვაქვს, რომ არ იქნება გაუთვალისწინებელი უარყოფითი ფაქტორები, რომელიც მოახდენს გავლენას. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ძირითად სცენარში კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი იქნება, ვიდრე ამას მთავრობა ან IMF პროგნოზირებენ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მაკროეკონომიკური პროგნოზი განაახლა. ფონდი წელს საქართველოში 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ეს ფონდის წინა პროგნოზთან, ანუ 3.5%-თან შედარებით ორჯერ მეტია.

IMF-ის მსგავსად, ქვეყანაში 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის წელს საქართველოს მთავრობაც. ბიუჯეტის კორექტირების პროექტში წლის მოსალოდნელ ზრდად სწორედ ეს მაჩვენებელია განსაზღვრული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა