მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ის ე.წ ძვირი ფულის პოლიტიკა გარკვეულ გავლენას ახდენს ლარის კურსზე"

5e5a486603fee
ელენე გოგბერაშვილი
29.02.20 16:10
1892
ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარების ტრენდს ფინანსისტები ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით ხსნიან. როგორც ცნობილია, სებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გასული წლის დეკემბერში გაზარდა, რაც გასული ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. ბოლოს ასეთი მაღალი განაკვეთი ქვეყანას 2008 წლის დეკემბერში ჰქონდა.

ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ცენტრალური ბანკის ძვირი ფულის პოლიტიკამ თავისი გავლენა იქონია გაცვლით კურსზე.

„სებმა შემოდგომიდან რამდენჯერმე ასწია მონეტარული საპროცენტო განაკვეთი და აწრამოებს ე.წ ძვირი ფულის პოლიტიკას. ამან გამოიწვია, რომ ჩვენ გვაქვს საპროცენტო განაკვეთი 9%-თან ახლოს , ეს ახდენს გარკვეულ გავლენას, მთლიანობაში საბანკო სექტორზე, მათ შორის ლარის კურსზე- ეს ერთ-ერთი ფაქტორი. შემდეგი ფაქტორი არის, რომ მოზიდულ რესურსზე მან საპროცენტო განაკვეთი შეამცირა 30%-დან 25%-მდე.

აქედან გამომდინარე თითქმის 700 მილიონი დოლარი გამოუთავისუფლდათ კომერციულ ბანკებს და ამან გარკვეულწილად შეასუსტა წნეხი სავალუტო ბაზარზე. მესამე ფაქტორია, რომ სებ-მა დროული სავალუტო ინტერვენციები განახორციელა . კომპლექსურად ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ჩვენ მივიღეთ ის კურსი, რომელიც დღეს გვაქვს.

ასევე რამოდენიმე ფაქტორია, რომელიც ტრადიციულად ხელს უწყობს ლარის კურსს.  ემიტენსები გვეზრდება, ექსპორტი იზრდება, მაგრამ ძირითადია ის პოლიტიკა, რასაც სები აწარმოებს, რასაც ჩვენ ვითხოვდით და ვფიქრობ, რომ ეს ფაქტირები კომპლექსურად ახდენს გავლენას ლარის კურსზე“-აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.


ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე თვის მინიმუმზეა. თუ გასული წლის ბოლოს ლარი დოლართან მიმართებაში 2,96-2,97 შორის მერყეობდა, ბოლო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2,79 -მდე გამყარდა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ დღევანდელ მაჩვენებელს გასული წლის თებერვალს შევადარებთ ლარი დღეს 10 თეთრით ძვირი ღირს. გასულ წელსვე დაფიქსირდა რეკორდიც, როცა სეტქემბერში ლარი დოლართან მიმართებაში 2,98 თეთრიან ნიშნულზე იყო.