საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რაც ინტერვენციების წინასწარ დაანონსებაში მდგომარეობს, ბაზრის ცალკეული მოთამაშეების მხრიდან სპეკულატიური მიზნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. სურგულაძე ამბობს, რომ სებ-ის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთების შემდგომ ცალკეულმა პირებმა შესაძლოა, შესაბამისი პოზიცია დაიკავონ ბაზარზე და ინტერვენციით ისარგებლონ.
“ინტერვენციის დაანონსება არ მიმაჩნია სწორად და ამას არსად აკეთებენ, რატომ - იმიტომ რომ ვიღაცამ ეს სპეკულატიური მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენოს. ეს არის შიდა ინფორმაცია. როდესაც ეროვნული ბანკის აცხადებს, რომ ხვალ გამოვიტან ამდენ მილიონ დოლარს, რა თქმა უნდა ვიღაცამ შეიძლება შესაბამისი პოზიცია დაიკავოს ბაზარზე,” - ამბობს სურგულაძე.
საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში შესაძლოა პირდაპირი სავალუტო ინტერვენციების გამოყენება არ იყოს პროდუქტიული, რადგანაც ამ ნაბიჯით სებ-ი ვერ მოაგვარებს სისტემურ პრობლემას, რასაც შემცირებული შემომავალი სავალუტო ნაკადები წარმოადგენს.
“ინტერვენციებით ხდება მხოლოდ აჟიოტაჟური და ირაციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილება თუ ასეთი გაჩნდა. ახლა კი ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა - საქართველოს ეკონომიკა გამოიმუშავებს უფრო ნაკლებ დოლარს და ხარჯავს უფრო მეტ დოლარს. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის.
წარმოიდგინეთ, რომ ლარი საერთოდ არ არსებობს და დოლარში რაც არის შემოსავალი იმას ვხარჯავთ. ახლა შემომავალი სავალუტო ნაკადები არის ნაკლები, ვიდრე გამსვლელი ნაკადები და ეროვნული ბანკი კი ამ დეფიციტს საკუთარი რეზერვებიდან აფინანსებს. დავუშვათ ჩვენი ვალუტა არის დოლარი. დღეს ჩვენი ხარჯები არის იმაზე მეტი ვიდრე შემოსავალი, ამისთვის კი ეს სხვაობა ვინმემ უნდა დააფინანსოს. ახლა ეს არის ეროვნული ბანკი. ასე რომ სისტემურ პრობლემასთან ინტერვენციებით ბრძოლა პრაქტიკულად გადაყრილი ფულია,”- აცხადებს საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი.
კითხვაზე - თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა სისტემური პრობლემა მოგვარდეს, სურგულაძე პასუხობს, რომ აუცილებელია საქართველომ გაზარდოს საკუთარი წარმოების შესაძლებლობები და დაიწყოს იმ პროდუქტების წარმოება, რომლებიც ქვეყანაში ამჟამად იმპორტის სახით შემოდის. მეორე ალტერნატივად ლევან სურგულაძე ასახელებს ლარის რეალურ ცურვით რეჟიმში გაშვებას და ვალუტისთვის გაუფასურების შესაძლებლობის მიცემას, რაც თავისმხრივ მომავალში იმპორტის შემცირებულ მოცულობებში აისახება.
“უნდა ვიმუშაოთ იმპორტის ჩანაცვლებაზე, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია თუ სხვა დასახელების პროდუქტები, რათა შეძლებისდაგვარად ჩანაცვლდეს იმპორტი. ცხადია, ენერგორესურსები არ გვაქვს და მათი იმპორტი მოგვიწევს, მაგრამ არის მეორე გამოსავლი, ლარი გავუშვათ მცურავ რეჟიმში. ცოტა ხანი ნუ შევეხებით
რა მოხდება ამ დროს? დავუშვათ 4- ლარამდე გაიზარდა დოლარის ღირებულება, შესაბამისად, რადგან ადამიანების შემოსავალი ლარებში არის ნომინირებული მათ ექნებათ ნაკლები შესაძლებლობა იყიდონ დოლარი. შესაბამისად, შემცირდება იმპორტიც. იმპორტის კლებიდან გამომდინარე ჩვენი უარყოფითი სავაჭრო სალდო გაუმჯობესდება,”- აცხადებს ლევან სურგულაძე.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან 2.56 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულებამ 3.29 ლარს მიაღწია. ჯამურად ლარი სექტემბერში დოლართან მიმართებით 6.6%-ით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა კი მიმდინარე თვეში სამი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $120 მილიონი დოლარი გაყიდა. სულ 2020 წლის განმავლობაში სებ-მა ინტერვენციებით $449.7 მილიონი დოლარი გაყიდა. ამასთან, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ინტერვენციების სახით წლის ბოლომდე კიდევ $200 მილიონზე მეტს გაყიდის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი