მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია - გვენეტაძე

61b075eb264aa
ინგა მურუსიძე
08.12.21 21:00
618
ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტი არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რა ინსტრუმენტები აქვს სებ-ს იმისთვის, რომ ინფლაცია მოთოკოს და რა ნიშნულზე უნდა იყოს ეს მაჩვენებელი, რომ ინსტრუმენტების გამოყენება დაიწყოს.

„ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტი არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ჩვენ საკმაოდ ბევრი ინტერვენციები განვახორციელეთ. გასულ წელს $916 მლნ გავყიდეთ, წელს დაახლოებით $350 მლნ და ეს ინტერვენციები მიზნად ისახავდა სავალუტო ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან აცილებას და პანდემიის შედეგად ბაზრისთვის უცხოური ვალუტის დანაკლისის შევსებას.

დაკრედიტებასა და აქტივობაზე, რა თქმა უნდა, მაკროპრუდენციული პოლიტიკაც ახდენს გავლენას, რომელიც ჩვენ მიერ ფინანსური სტაბილურობის რისკის შესამცირებლად გამოიყენება. არსებული პროგნოზით, ინფლაციაში ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის კვალდაკვალ ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.