მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის პრეზიდენტი აშშ-ის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ლარზე გავლენას არ ელოდება

5665ad1572b54
BM.GE
07.12.15 19:58
1803
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის შესაძალო გამკაცრების გავლენას ლარის კურსზე არ ელოდება. "მთელი მსოფლიო ელოდება, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ განაკვეთებს გაზრდის, თუმცა ამის გავლენა აშშ დოლარის ინდექსზე უკვე ასახულია და შესაბამისად, ლარის შემდგომ გაუფასურებას აშშ დოლარის მიმართ არ ველოდებით", - განუცხადა სებ-ის პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებს.

აშშ-ის ცენტრალური ბანკი საბაზისო განაკბეთებს ნულთან ახლოს გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ინარჩუნებს, თუმცა ახლა ბაზრის მონაწილეები განაკვეთების გაზრდას ელოდებიან. ბანკის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ განაკვეთების გაზრდის გადადება რისკებს შეიცავს აშშ-ის ფინანსური სტაბილურობისთვის. აშშ-ის ცენტრალური ბანკი, მონეტარული პოლიტიკის წარმოებისას სამიზნე ინფლაციით და უმუშევრობის მაჩვენებლით ხელმძღვანელობს.