05.თებერვალი.2016 14:46
საფინანსო სექტორი

სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი, არჩილ იაკობაშვილი სამოქმედო პროგრამას აქვეყნებს

სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი, არჩილ იაკობაშვილი სამოქმედო პროგრამას აქვეყნებს
სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი არჩილ იაკობაშვილი სამოქმედო პროგრამას "ფინანსური სტაბილურობა - საქართველოს უსაფრთხოების წინაპირობა" აქვეყნებს.

იაკობაშვილმა პრიორიტეტები GAU-ს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც "ბიზნესკონტაქტი" უცვლელად გთავაზობთ:

1. ეროვნული ბანკის საბჭოს ინსტიტუციონალური გაძლიერება – საბჭოს სრული ჩართულობა მონეტარულ და საზედამხედველო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ცენტრალური ბანკირის კარიერული პერსპექტივის ხელშეწყობა და სპეციფიური განვითარება, ეროვნული ბანკის მეტი გამჭვირვალობა და გახსნილობა საზოგადოების წინაშე.

2. მთავრობასთან კრიტიკული დიალოგი და მიზანდასახული თანამშრომლობა – ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული (და არა - დამოკიდებული) სახელმწიფო ფინანსების მართვა, დერეგულაციებზე მიმართული დარგობრივი და რეგიონალური რეფორმების შესაბამისად საბიუჯეტო ხარჯების სტრუქტურისა და საგადასახადო სისტემის რეფორმა, დეფიციტური ხარჯვის ნულოვან ნიშნულამდე ეტაპობრივად შემცირება ეროვნული ბანკის ღია ბაზრების ოპერაციებისა და რეფინანსირების ინსტრუმენტების დახმარებით.

3. ანტიინფლაციური მონეტარული პოლიტიკა – ფულადი მასის ოპტიმალური კონტროლი, მონეტარული მიწოდების ზომიერად შეზღუდვა და ლიკვიდობის სიჭარბის დროებით მაქსიმალურად განეიტრალება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის რეორიენტაცია დანაზოგებზე, კერძო სექტორში მოხმარების წახალისება მთავრობის დახმარებით.

4. სავალუტო რეჟიმის მოქნილობა, რეგიონალური კოორდინაცია და კაპიტალის ბაზრების განვითარება – თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში დოლარიზაციის როგორც მოცემულობის (და არა პრობლემის), ხოლო უცხოური ვალუტის დეფიციტურობის, როგორც სტრუქტურული გამოწვევის აღქმა სავალუტო ბაზარზე, სავალუტო ნაკადების ხელშეწყობა პორტფელური ინვესტიციების მოზიდვით როგორც სახელმწიფო, ისე უპირველესად კერძო სექტორში, წერტილოვანი ინტერვენციები მოკლევადიანი და საშუალო ზომის საგარეო შოკების განმუხტვისათვის, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კასეტური ინტერვენციები მთავარი სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორი ქვეყნების (აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი) ცენტრალურ ბანკებთან მკაცრი კოორდინაციის პირობებში.

5. ფინანსური ზედემხედველობის ლიბერალიზაცია – ფინანსური ბაზრების მიკრო–სტრუქტურული რისკებისა და მაკროპრუდენციული გამოწვევების სისტემატიზაცია, ეროვნული ბანკის მიერ მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში ზედმხედველობის მეთოდების შემდგომი დახვეწა, კრიტერიუმების მიზანმიმართული (და არა შერჩევითი ან მასიური) შემსუბუქება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური საინვესტიციო ფონდების, სადაზღვევო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წახალისების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 6 კანდიდატი - არჩილ იაკობაშვილი, თემო ჭეიშვილი, გიორგი ბაქრაძე, მაია მელიქიძე, კობა გვენეტაძე და გიორგი ფაილოძე არის წარდგენილი.

23.აპრილი.2019 23:00
66

ვანო მაჭავარიანი: იპოთეკური სესხები ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას და მჯერა, ასე გაგრძელდება

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:04
60

პაპუნა ლეჟავამ “მომავლის ბანკის“ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:00
104

მაჭავარიანი - "მე რატომ უნდა გითხრათ, რა დაჯდა ვალების ჩამოწერა? ჰკითხეთ ბანკებს და ქართუს"

ვრცლად
23.აპრილი.2019 18:30
286

მაჭავარიანი რომან გოცირიძეს - "საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ?"

ვრცლად
23.აპრილი.2019 15:51
415

ივანე მაჭავარიანი - 60,000 ლარი მაქვს დანაზოგი და ძალიანაც წყნარად ვგრძნობ თავს

ვრცლად
23.აპრილი.2019 15:31
111

მინისტრი: "ომეგა ჯგუფს" ჭკუასთან ახლოს მყოფი არც ერთი შეთავაზება არ გაუკეთებია

ვრცლად