21.ივნისი .2021 19:37

სებ-ის საბჭოს წევრობის ორივე კანდიდატი თავისი საქმის პროფესიონალია - კოვზანაძე

სებ-ის საბჭოს წევრობის ორივე კანდიდატი თავისი საქმის პროფესიონალია - კოვზანაძე
views 365
უკან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური წევრების თანამდებობაზე 2 კანდიდატურა წარუდგინა. ესენი არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

BMG-ის კითხვაზე პასუხისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდენილი ორივე კანდიდატი პროფესიონალია.

“ორივე კანდიდატს მე კარგად ვინცობ. ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ამიტომ როდესაც კომიტეტზე დადგება მათი კანდაიტებურების მხარდაჭერის საკითხი, შესბამის კითხვებს დავსვამ, მოვისმენ მათ ხედვებს სებ-თან აკავშირებით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, და იმ კითხვებზე, რაც დღეს ქრათულ საოზგადეობას აინეტრესბეს და აწუხებს და რაც აქტუალურია,”- აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

კითხვაზე თუ როგორ მოხდა კანდიდატთა შერჩევა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაში ვერ შევა.

“მე არ შევალ სხვა ინსტიტუციების კომოტენეციაში. მიტუემეტეს პრეზიდნეტის. ეს არაა ჩემი საქმე. ჩემი ამოცანაა დაცვიცვა რეგლამენტი და პროცედურები, რაც პარლამენტშია ამიტომ როგორც კი კომიტეტის სხდომას ჩავნშნავ თითოეუთან მექნება პროფესიული კითხვები,”- ამბობს კოვზანაძე.

კითხვაზე თუ რას ფიქრობს, როდესაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოქმედი მოადგილეები ხდებიან სებ-ის საბჭოს კანდიდატები და რა გავლენა აქვს ამას სებ-ის როგორც ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე, კოვზანაძე პასუხობს, რომ სებ-ის დამოუკიდებლობის გარანტირება ძალიან მნიშვნელოვანია.

“აქ სკაითხი ძალიან მნშვბელოვანია დამოუკდებლობის ხარისხი უნდა იყოს მაღალი. ამის გარანტირება ძალიან მნშვნელოვანია. ამ საკითხს მე ვაყენებ ხშრად, ხაზს ვუსვამ. აქედან გამომდინარე მექნება ის კითხვებიც. თორემ მათ პროფესიონალზიმთან დაკავშირებით მე ეჭვი არ მეპარება,”- აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

დღეისთვის სებ-ის საბჭო 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათ შორის სამი წევრი აღმასრულებელი უფლებამოსილების მატარებელია.

ამჟამად სებ-ის საბჭოს წევრები არიან:

კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი;
არჩილ მესტვირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
რობერტ სინგლეტარი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;
ნიკოლოზ ყაველაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

სებ-ის საბჭო 9 წევრამდე 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა. იქამდე მასში 7 წევრი იყო, თუმცა მაშინაც 2 წლის განმავლობაში 7-დან 2 წევრის პოსტი ვაკანტური იყო. ეკატერინე მიქაბაძის და ნიკოლოზ გაგუას დამტკიცების შემთხვევაში სებ-ის საბჭოში 2 ვაკანტური პოზიცია დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა