მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის საბჭოს წევრობის ოთხივე კანდიდატი ცნობილია

569fa68f0dd10
BM.GE
20.01.16 19:21
2583
საქართველოს პრეზიდენტს ექსპერტებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატურა წარუდგინეს.
 
როგორც „ბიზნესკონტაქტისთვის“ გახდა ცნობილი, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან: გიორგი ფაილოძე, გიორგი ბაქრაძე, ნია შარაშიძე და არჩილ იაკობაშვილი.

გიორგი ბაქრაძე, სებ-ის მოქმედი პრეზიდენტის და საბჭოს წევრის, გიორგი ქადაგიძის მრჩეველია, ნია შარაშიძე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტი.

გიორგი ფაილოძე ფინანსების მიმართულებით მუშაობს, ხოლო არჩილ იაკობაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

სებ-ის საბჭოს წევრს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალის ბოლოს ეწურება. ბანკის ახალი პრეზიდენტი საბჭოს წევრებმა უნდა აარჩიონ და შემდეგ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წარუდგინონ დასამტკიცებლად. სებ-ის საბჭოს წევრს კი პარლამენტი ამტკიცებს.