04.ივნისი .2020 21:00

“სებ-ის საბჭოში ჩემი კანდიდატურის ჩაგდებით კომიტეტმა დიდი შეცდომა დაუშვა” - გიორგი ხიშტოვანი

views 1123
უკან

დიდი შეცდომა დაუშვა კომიტეტმა, – ასე გამოეხმაურა PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი გიორგი ხიშტოვანი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ხიშტოვანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს.

„ვერ გეტყვით რა გახდა მიზეზი. ერთადერთი რისი თქმა შემიძლია არის ის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა კომიტეტმა, თუ რატომ დაუშვა ეს შეცდომა, მე ვფიქრობ უნდა კითხოთ კომიტეტის წევრებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. არ ვიცოდი შედეგი როგორი დადგებოდა. მეორე იყო ის, რომ იმედი მქონდა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა კომიტეტი“, – აღნიშნა bm.ge-სთან გიორგი ხიშტოვანმა.

მისივე თქმით, ის გარემოება, რომ ეს პროცესი ასე დიდხანს გაგრძელდა, არ აძლევდა მას იმის საფუძველს, რომ ყოფილიყო დარწმუნებული კომიტეტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

შეგახსენებთ, გიორგი ხიშტოვანი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაახლოებით ერთი წლის წინ წარადგინა. კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა