მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ინფლაციაზე ლარის კურსის ზეწოლის შესამცირებლად ინტერვენციას გამოვიყენებთ

5d8db4efc7649
ლიკა გურაბანიძე
27.09.19 11:03
1164
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ დღეს სებ–ის მიერ დაგეგმილ 40 მლნ დოლარიან ინტერვენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა ლარის კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა მაქსიმალურად შემცირდეს.

"ჩვენ ერთი თვის წინ განვაცხადეთ, რომ ლარის კურსის ზეწოლა ინფლაციაზე უკვე ხაზგასასმელია და მივიღებთ ყველა ზომას, რომ ლარის კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე შევამციროთ. ეროვნულ ბანკს ხელში ბევრი ინსტრუმენტი აქვს და აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ამ ინსტრუმენტს, მათ შორის, დღევანდელ ინტერვენციასაც, რომ ლარის კურსიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე მაქსიმალურად შევამციროთ.

ამ კუთხით კოორდინირებულად ვმუშაობთ მთავრობასთანაც, ბანკებთანაც. ყველას ხედვა და მიზანი საერთოა და დარწმუნებული ვარ, შედეგს აუცილებლად გამოიღებს", - განაცხადა ლეჭავამ.

ცნობისთვის: გუშინ ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად კი, ეროვნული ბანკი დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. 

ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სებ–ი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.